|
2023-06-14 09:46:05, 847 ნახვა
მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს ჩინეთის მთავარ შეშფოთებას, როგორიცაა ტაივანის საკითხი - ცინ განგი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს ჩინეთის მთავარ შეშფოთებას და ქვეყნის საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს,- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განგმა შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ჩინელი დიპლომატის თქმით, სახალხო რესპუბლიკის მთავარი შეშფოთება ტაივანის საკითხია. განგი იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები დასტაბილურდება. როგორც Reuters-ი წერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუმჟღავნებია ინფორმაცია ენტონი ბლინკენის ვიზიტის შესახებ, თუმცა გასულ პარასკევს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ პეკინს 18 ივნისს ეწვევა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განგმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ტაივანში სეპარატიზმის მხარდაჭერა შეწყვიტოს. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩინეთში აშშ-ის ელჩთან, ნიკოლას ბერნსთან შეხვედრისას განაცხადა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე უნდა შეწყვიტოს "ერთი ჩინეთის" პრინციპის განადგურება და ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. უფრო ადრე, აპრილში, ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. სახალხო რესპუბლიკამ წვრთნები, როგორც ჩანს, ტაივანის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ გამართა. აღნიშნულს გამოეხმაურა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ და განაცხადა, რომ სახალხო რესპუბლიკა ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება. ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები ჩინეთმა გასული წლის აგვისტოშიც, წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდაც გამართა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში, პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთსა და ტაივანს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა. ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1949 წელს ნაციონალისტური სამთავრობო ძალებისა და კომუნისტურის პარტიის ბრძოლაში, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. შედეგად, მაო ძედუნმა პეკინზე კონტროლი დაამყარა, ნაციონალისტურმა პარტიამ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით კი, ტაივანს შეაფარა თავი და ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)