19:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 18:23:42, 874 ნახვა

მსოფლიო
ისლანდია პირველი აგვისტოდან მოსკოვში საელჩოს მუშაობას შეაჩერებს

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი აგვისტოდან მოსკოვში საელჩოს მუშაობა შეაჩეროს.

როგორც ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სორდის კოლბრუნ გილვადთორმა აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების მიზეზად, ორ ქვეყანას შორის არსებული კომერციული, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების დაბალ ნიშნულზე ყოფნას ასახელებს.

"ეს მარტივი გადაწყვეტილება არაა, რადგანაც ისლანდიას აქვს მდიდარი ურთიერთობები რუსეთის ხალხთან 1944 წელს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. თუმცა, არსებული ვითარება უბრალოდ არ აძლევს საშუალებას ისლანდიის მცირე დიპლომატიურ სამსახურს ჰქონდეს საელჩო რუსეთში", - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics