10:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 23:59:17, 1139 ნახვა

საზოგადოება
მარნეულის სამხედრო ბაზაზე სროლას ახალწვეული ემსხვერპლა

მარნეულის სამხედრო ნაწილში რამდენიმე საათის წინ, გასროლის შედეგად ახალწვეული იუსიფ ნასიბოვი (დაბადებული 2005 წელს) გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით.  გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი.

"პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა  ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინსტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება  გამოძიება

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics