|
2023-06-07 17:09:45, 820 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ზურაბიშვილი ხუციშვილის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა მისი დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა
საქართველოს პრეზიდენტი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით,- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ განცხადებას. როგორც მსხილაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას მმართველი პარტიის განცხადება აზიანებს, პრეზიდენტის ვეტო კი, სებ-ის ინტერესებს ემსახურებოდა. "მოგეხსენებათ, დღეს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება ეროვნული ბანკის საქმიანობას. პირველი - საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია, წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არ არის და არც რამეს შემაფერხებელია. რაც შეეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვის. ის, რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან",- განაცხადა მსხილაძემ. შეგახსენებთ, დღეს, 7 ივნისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. როგორც პოლიტსაბჭოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)