10:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 21:34:17, 903 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია ზელენსკის განცხადებაზე - საქართველო და ბელარუსი ერთი და იგივე ნამდვილად არ არის

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა. 

ბოკერია აღნიშნავს, რომ ზელენსკის არ ეთანხმება და "საქართველო და ბელარუსი ერთი და იგივე ნამდვილად არ არის". 

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკის მიუხედავად, საქართველო ჯერჯერობით ბელარუსი არ არის, თუმცა ტრაექტორია ამ რეჟიმს ამ მიმართულებით აქვს. 

"საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმაშფოთებელი ის კი არ უნდა იყოს, ზუსტი შეფასება და პარალელი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა თუ არა. არამედ ის, რომ რაზეც ზელენსკიმ ილაპარაკა - ნატოში გაწევრიანება უნდა მოხდეს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, იმიტომ რომ ნატოს გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამაზე ჩვენივე მთავრობა ხმას არ იღებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ საქართველო და ბელარუსი "სხვადასხვა გზით უკანონობაში ჩაითრიეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics