11:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 17:39:17, 850 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ევროპარლამენტს - რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო ევროპაა

რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპაც მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოც იყოს ევროპა.

"რუსეთი ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა დ შეასუსტოს ევროპის გავლენა. ეს არის თავისუფალი სავიზო რეჟიმი, პირიდაპირი ფრენები - ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ იყოს შიდა დაძაბულობა, ესკალაცია. ეს ვერ მოხდება... კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა ჩვენს სტატუსს რეგიონში და ევროპას ესმის ამ რეგიონის მნიშვნელობა; ესმის, რომ სქართველო არის ნაწილი ამ ყველაფრის",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, დღეს, 31 მაისს საქართველოს პრეზიდეტმა ევროპარლამენტს 13-წლიანი პაუზის შემდეგ მიმართა. სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics