16:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 14:50:29, 737 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - 1-ელ ივნისს გოძიაშვილის პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში ღონისძიებები გაიმართება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საბავშვო აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება. 

„ხვალ, მსოფლიო  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და თბილისის მერია, ამ დღეს, ტრადიციულად, საბავშვო აქტივობებით ეგებება. ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება გაიმართება  ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელ ბაღში). ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი;  გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა; იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ასევე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და ა.შ. საინტერესო აქტივობები იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა მშობლებსა და პატარებს ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა. 

„მივმართავ ყველა მშობელს, ბებიებს, ბაბუებს, წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები. გელოდებით ყველას. ღონისძიება 16:00 საათიდან დაიწყება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics