12:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 12:21:48, 773 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ყოველი გადავადება უსაფრთხოების რისკებს ზრდის

ყოველი გადავადება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ზრდის რისკებს და რა თქმა უნდა, ზრდის გამოწვევებს საქართველოს უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების მისამართით,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ჯერი ახლა ევროკავშირზე და საერთაშორისო პარტნიორებზეა, ვინაიდან საქართველო იმსახურებს მათ მხარდაჭერას.

"ჯერი არის უკვე ევროკავშირზე, ჯერი არის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე, საქართველო იმსახურებს და ჩვენ ველით მათგან მტკიცე მხარდაჭერას.

ყოველგვარი გადავადება, ყოველი გადავადება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ზრდის რისკებს და რა თქმა უნდა, ზრდის გამოწვევებს საქართველოს უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების მისამართით. ამის ბევრი მაგალითი უკვე ნახეს, როგორც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ. 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელმაც ამ 10-11 წლის განმავლობაში საქართველოში გაატარა რეალური და ევროპული რეფორმები",- განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics