|
2023-05-31 10:10:18, 992 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი პაპუაშვილს - პრემიერის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა - ისინი ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა. ის იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას. ლექსმანის თქმით, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს. "პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა. ის იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს, ამავდროულად ძირს უთხრიდა ქართველი ხალხის ინტერესებს. რა კუთხით შეაქვს ამას წვლილი საქართველოს დახმარებაში 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე წინსვლაში",- წერს ლექსმანი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. პრემიერის ამ განცხადებას გამოუხმარა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა მცდარი, ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია. ამასთან, შაპაპუაშვილმა დასავლეთი გააკრიტიკა და დასძინა, რომ "საქართველოს აქვთ უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ზოგიერთი მეგობრის კრიტიკა და დამოკიდებულება, რადგან საქართველოს მიმართ ბევრჯერ უსამართლო მოპყრობა ჰქონდათ".
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)