23:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 17:08:27, 1200 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული აღარ არის

გაზის მოხმარების შემცირების გეგმის წყალობით, ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული აღარ არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ტიმ მაკფიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შეწყვეტის გეგმის მიხედვით და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალისხმევით, რუსული გაზის მოხმარება მიმდინარე წლის მარტამდე სულ მცირე 15%-ით უნდა შემცირებულიყო.

„ბოლო წლის განმავლობაში ევროპამ განახორციელა ამბიციები გეგმის მიხედვით, რომელიც რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შეწყვეტას გულისხმობს. ახლა ჩვენ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ჩვენ მათზე დამოკიდებული აღარ ვართ“, - განაცხადა მაკფიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics