18:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 18:52:08, 873 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა Eurojust-ის პრეზიდენტთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოს (Eurojust) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა Eurojust-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროსა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, რაც ევროინტეგრაციის პროცესში სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ეფექტიანი და კოორდინირებული მოქმედებების დადებით გავლენას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე.

რატი ბრეგაძემ Eurojust-ის პრეზიდენტს ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პროცესში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის ახალი ინიციატივები გააცნო.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics