23:31 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-20 12:06:41, 918 ნახვა

პოლიტიკა
მელია - სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები აქ არიან

სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები არიან აქ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვულგარული და ცინიკურია, როდესაც ლავროვის სიძის ძმის ქორწილს იხდიან საქართველოში და სამი მათგანი, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან არიან სანქცირებულნი და არსად წაესვლებათ, გარდა საქართველოსი.

"სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები არიან აქ, არც მეტი, არც ნაკლები, სასტუმროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ დაბინავებულნი და ეს არის მორალისგან და ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებისადმი, მთელი ქვეყნისადმი, პუტინისა და ლავროვის მხრიდან, როდესაც ლავროვის სიძის ძმის ქორწილს იხდიან, უახლოესი ოჯახის წევრის.

ლავროვის სიძე აქ არის, სიძის ძმას ქორწილი აქვს, ქალიშვილი აქ არის, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის მიერ, ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ. ესე იგი, არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში", - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ.

დღეს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაა დაანონსებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics