|
2023-05-09 13:27:11, 2585 ნახვა
სპეციალური ანონსი
10 მაისს, ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების ამბასადორიალი გაიმართება
10 მაისს, ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა - ამბასადორიალი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის. "2023 წლის 10 მაისს, ქ. ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა - ამბასადორიალი გაიმართება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა და ასევე გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან",- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)