07:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-06 11:12:13, 1074 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

ოდიშვილი 92-ე ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში იბრძოდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 14 აპრილს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მიხეილ მაზანაშვილი ჩამოასვენეს. მაზანაშვილი უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იბრძოდა. ის 31 მარტს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

2022 წლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად სულ 43 ქართველი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics