11:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 17:10:40, 827 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტების - ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო. ადგილზე შეკრებილი არიან დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. 

აქციის პარალელურად, საქალაქო სასამართლოში ორივე დაკავებულის პროცესი უნდ დაიწყოს.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, მოითხოვენ, რომ აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება თორნიკე აკოფაშვილს, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics