15:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 10:24:52, 706 ნახვა

საზოგადოება
ქართველი ნოტარიუსები გერმანიის ნოტარიატის სამართლებრივ და პრაქტიკულ რეგულაციებს გაეცნენ

საერთაშორისო სამემკვიდრეო სამართალი, ფულის გათეთრების პრევენცია სანოტარო სფეროში, მომხმარებელთა დაცვის და ქონებრივი დეველოპერული კონტრაქტები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებმა ქართველ ნოტარიუსებთან გამართული სემინარის ფარგლებში იმსჯელეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარმა წარმომადგენელმა, რიჰარდ ბოკმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკავშირის დირექტივაზე, სამშენებლო ხელშეკრულების დადების ეკონომიკურ მნიშვნელობასა და უძრავი ქონების სამართალში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ისაუბრა. 

"გერმანიის ნოტარიატის ინსტიტუტის წარმომადგენელმა დოქტორმა, რემბერტ ზიუსმა კი ქართველ ნოტარიუსებს საერთაშორისო სამემკვიდრეო სამართალის რეგულაციები გააცნო.

სემინარი საქართველოს და გერმანიის ნოტარიუსთა პალატებს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, ნოტარიუსთა პალატებს შორის სასწავლო ღონისძიებებისა და ტრენინგების გამართვასაც ითვალისწინებს.

ქართულ-გერმანულ სემინარს  ნოტარიუსები,  იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics