06:21 - 29 Jun, 2026
|
2023-04-25 18:37:26, 1217 ნახვა
მსოფლიო
შვედეთი ქვეყნიდან ხუთ რუს დიპლომატს აძევებს
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობების ჩატარების გამო აძევებს. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მთავრობა ძალიან სერიოზულად უყურებს რუსეთის დაზვერვის საქმიანობით შესაძლო გამოწვეულ უსაფრთხოების საფრთხეს. ”ეს არის უსაფრთხოების საფრთხე, რომელსაც მთავრობა ძალიან სერიოზულად იღებს”, - ნათქვამია შვედეთის საგარეო უწყებაში. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიამ, საფრანგეთმა, ნორვეგიამ და ბელგიამ სავარაუდო ჯაშუშობის მიზეზით რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)