17:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 20:35:12, 1077 ნახვა

საზოგადოება
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მოქალაქეების მიერ შეგროვებულ თანხას მრავალშვილიანი დედის ოჯახს გადასცემენ

ჩვენ გვჭირდება მხოლოდ სახელმწიფოსგან დაფინანსება, -  განაცხადეს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა და საზოგადოების მიერ შეგროვებული თანხის აღებაზე უარი თქვეს, თანხა კი მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს, რომლის შვილიც ასევე აქონდროპლაზიით არის დაავადებული.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მედიკამენტის დაფინანსებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, ვინაიდან ეს არ არის ერთჯერადი მედიკამენტი და იგი პაციენტმა რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა მოიხმაროს.

"ჩვენ გვჭირდება მხოლოდ სახელმწიფოსგან დაფინანსება ამ მედიკამენტის, ეს მედიკამენტი არ არის ერთჯერადი. ის ბავშვებმა უნდა გაიკეთონ უამრავი წლის განმავლობაში, ამიტომ სახელმწიფოა ვალდებული. ჩვენ ისედაც საკმარისად ვუხდით მათ ჩვენი გადასახადებით, ამიტომ ნება იბოძონ და დაგვიფინანსონ მედიკამენტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველამ, მშობლებმა ერთად, რომ ჩვენ გვყავს ამ ორგანიზაციაში ძალიან გაჭირვებული, უკიდურესად გაჭირვებული, მრავალშვილიანი დედა, უამრავი გართულებით... მარტოხელა დედაა, არ აქვს სახლი, ამიტომ ვუყიდით ყველაფერს, გავახარებთ," - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics