20:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 16:50:38, 752 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - 2022 წელს, ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ დამტკიცდა საქართველოს ზურმუხტის ქსელის 66-ვე ტერიტორია

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების კანონზე, რომელიც წლის განმავლობაში, პარლამენტს წარედგინება განსახილველად. 

„ბიომრავალფეროვნების კანონი შესაბამისობაში იქნება ევროპულ მოთხოვნებთან და საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პარალელურად, უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნების დაცვა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს, ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ (ბერნის) კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ დამტკიცდა საქართველოს ზურმუხტის ქსელის 66-ვე ტერიტორია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18.7 %-ს შეადგენს და რითაც საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ბიომრავალფეროვნების დაცვის ევროპულ სტანდარტებს. ამჟამად, უმნიშვნელოვანესია არსებული ზურმუხტის ქსელის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics