21:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:07:20, 693 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში  „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორებიცაა სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა. 

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, გაიზარდა ტექნიკური და ადამიანური რესურსები. შესაძლებლობების გაზრდამ განაპირობა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბების ზრდა და ეფექტიანობის გაუმჯობესება; მაგალითად, 10 წლის წინ 500-მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, გასულ წელს, სახელმწიფო კონტროლის რაოდენობამ თითქმის 31 ათასი შეადგინა. მიღებულია რძის, თაფლის, ფრინველის ხორცის, თხილის, სპირტიანი სასმელების, ხილის წვენების, შოკოლადისა და სხვა პროდუქტების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტები. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა დაავადების გავრცელებისა და ფერმერებისთვის ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს 6 მილიონამდე ვეტერინარულ მანიპულაციას, მათ შორის ცხოველების უფასო ვაქცინაციას,“- აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics