21:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 14:05:17, 578 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - სოფლის განვითარების სააგენტო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ბიოწარმოების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა.

შამუგიას თქმით, სოფლის განვითარების სააგენტო, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას 2022 წლიდან ახორციელებს.

„სოფლის განვითარების სააგენტო, 2022 წლიდან ახორციელებს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობის ანაზღაურებას: სერტიფიცირება, საკონსულტაციო მომსახურება, მევენახეობისა და მეფუტკრეობის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება.

შემუშავდა და დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი - ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის ახალ რეგულაციასთან და მისი ამოქმედება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბაზარზე ბიოპროდუქციის ექსპორტს, რაზედაც მოთხოვნა, დამეთანხმებით, საკმაოდ მაღალია“,- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics