|
2023-04-18 17:40:39, 775 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, ბრიტანეთის და კანადის ელჩები დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის წარმომადგენლები რუსეთის საშინაო საქმეებში უხეშად ერევიან და აწარმოებენ საქმიანობას, რომელიც დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება. რუსეთის საგარეო უწყებაში უკვე იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები, მათ ვიზიტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთში უთანხმოების და მტრობის გაღვივებას, ყველაზე გადამწყვეტი გზით იქნება ჩახშობილი და დივერსიულ სამუშაოებში ჩართული დიპლომატები ქვეყნიდან გაძევებულნი იქნებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)