02:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 23:52:51, 1252 ნახვა

საზოგადოება
ქაცარავა დვანში მომხდარ ფაქტზე - რუსების გააქტიურება „საგანგაშო სიგნალია“

რუსების გააქტიურება „საგანგაშო სიგნალია“, - ასე გამოეხმაურა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვის საკითხს.

მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელში სათვალთვალო კამერისთვის განკუთვნილი ბოძი და მოძრაობის დეტექტორები დაამონტაჟეს.

„დაფიქსირდა საინჟინრო სამუშაოები რომლებიც ოკუპანტებმა მთელი დღის განმავლობაში აწარმოეს. ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა დადასტურდა, ოკუპანტებმა დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერისთვის განკუთვნილი სპეციალური სადგამი, დიდი ბოძი. ასევე ის, რაც ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ვიპოვეთ - მოძრაობის დეტექტორები საკმაოდ დიდ ფართობზე არის განლაგებული და ეს მოძრაობის დეტექტორები დღეს დამონტაჟდა. ასევე ჩვენი ინფორმაციით,გამზადებულია ე.წ ოკაპი, სპეციალური რადიოლოკაციური დაზვერვის მანქანისთვის საპარკინგე ადგილი თუმცა მისი აღმოჩენა ამ დროისთვის ვერ შევძელით“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics