02:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 19:05:29, 1137 ნახვა

საზოგადოება
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მოსკოვის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია თავად ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა და კომპანიას აღნიშნული რეისებთან დაკავშირებით განაცხადი არ გაუკეთებია.

"ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ვნუკოვოს" აეროპორტის საიტზე, მოსკოვი-საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა, შემდგომ კი ცნობა წაიშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics