|
2023-04-13 09:08:14, 731 ნახვა
საზოგადოება
ურთქმელიძე - ეს არის სუფთა წყლის სპეკულაცია, სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და ამჟამადაც არ არის
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ურთქმელიძის განცხადებით, მსჯავრდებული სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა, არ არის და ეს ფაქტი ლაბორატორიული კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა. „სულ მიკვირს, სიმართლე რომ გითხრათ, რომ საზოგადოებაში ამაზე კიდევ არის საუბარი. უკვე დადასტურებულია, რომ არაფერ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია. მე ამაზე უკვე ვისაუბრე და გავიმეორებ კიდევ ერთხელ - აღნიშნული დასტურდება ჯერ კიდევ შარშან, მაისში, კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევით - ეს ერთი. მეორე, თვითონ სააკაშვილის დამცველების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზეც, რომელიც წარმოადგინეს მათ სასამართლოზე, იქაც არცერთი დამადასტურებელი არ არის იმისა, რომ სააკაშვილის ორგანიზმში არის დასაშვებ ზღვარზე მეტი მეტალების რაოდენობა. თვითონ ექსპერტ-ტოქსიკოლოგთან გასაუბრებისას, სასამართლო პროცესის დროს, ეს დადასტურდა. ამ ყველაფერმა ასახვაც ნახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, განმეორებით ჩატარებული კვლევების მიხედვითაც, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და ამჟამადაც მოწამლული არ გახლავთ - ეს ცალსახაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და კიდევ უფრო კატეგორიულადაც: მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არ არის მოწამლული. ეს მასმედიაში აგორებული თემა ყბადაღებული გახდა უკვე, მე მგონი. ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს - ეს არის სუფთა წყლის სპეკულაცია", - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ „ქრონიკასთან" საუბრისას. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. 2 მარტს, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით გასული წლის 1-ელ დეკემბერს მიმართა. ხაჭაპურიძის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)