05:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 10:41:21, 869 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მელიორაციამ შიდა ქართლში ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს მელიორაციამ შიდა ქართლში ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მეურნეობის სამინისტრო ავცრელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, 240 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მილსადენი ახლით შეიცვალა, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგებას და საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, ქარელის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის (ფცა, თამარაშენი, მოხისი, შაქშაქეთი, წვერი, არადეთი, საღოლაშენი, ბრეთი, რუისი, ურბინისი) 3800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შეფერხების გარეშე მოირწყვება.

"პროექტის ღირებულებამ 1.1 მლნ ლარი შეადგინა.

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics