|
2023-04-08 12:19:57, 1076 ნახვა
საზოგადოება
დედოფლისწყაროში მასწავლებელი მოზარდებისთვის ფილმის, უდაბნოს ყვავილის ჩვენების გამო გაათავისუფლეს
ახალგაზრდებისთვის ფილმის ჩვენების მიზეზების გამო გათავისუფლებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის სტაჟიანი თანამშრომელი ლელა ბიღიაშვილი. მასწავლების სამსახურიდან გაშვების მიზეზი, ოსკაროსანი ფილმის "უდაბნოს ყვავილის" მოზარდებისთვის ჩვენება გახდა. აღსანიშნავია, რომ ლელა ბიღიაშვილის გათავისუფლების ბრძანებაში სამართლებრივი ნორმა სამართლებრივი ნორმა ვერ მიუთითეს. "ოფიციალურად, საკლასო ჩათებით გვყავდა მოწვეული აუდიტორია-მერვე კლასის ზემოთ და აჭარანეთზეც, სადაც მე ფილმი გადავამოწმე, ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. სიმართლე ისაა, რომ, ერთმა მშობელმა თვითონ მოიყვანა თავისი შვილები -- მცირეწლოვანი ( 11 წლის)გოგონა უფროს ძმასთან ერთად, ისე, რომ, არც უკითხავს რა ფილმი უნდა ენახათ და მერე, "აღშფოთებულმა", რომ ბავშვებმა "ეროტიკა ნახეს და თავიდან ბოლომდე შიშველი სექსი"( მისი სიტყვებია),ფეისბუქ სტატუსი გამოაცხო. ამით დაიწყო ყველაფერი." -ამბობს გათავისუფლებული მასწავლებელი. 2018 წლიდან ლელა ბიღიაშვილი ხელმძღვანელობდა თავისი შექმნილ ახალგაზრდობის ცენტრ „იბერიას“. „იბერია“ წლების მანძილზე იყო ადგილი, სადაც დედოფლისწყაროს ყველა სკოლის მოსწავლე იკრიბებოდა, განიხილავდა და ახორციელებდა უამრავ საინტერესო პროქტს. ამ პროექტებით სარგებლობდა დედოფლისწყაროს ახალგაზრდობა. „უდაბნოს ყვავილი“ არის ფილმი, რომელიც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია ცნობილი. ეს არის უბრალო სომალელი გოგონას ისტორია, რომელიც 13 წლის ასაკში ოჯახიდან გაიქცა. ვარის დირიემ ლონდონამდე მიაღწია, წლების შემდეგ კი, ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მოდელად იქცა. ვარისი არ იყო პირველი შავკანიანი მოდელი, თუმცა ის გახდა პირველი ქალი, რომელიც გაეროს ელჩად დაინიშნა. სცენარი დაფუძნებულია ვარის დირიეს და კეტლინ მილერის საერთო ავტობიოგრაფიულ რომანზე. ფილმი, რომლის რეჟისორი შერრი ჰორმანია, 2009 წელს გამოვიოდა ეკრანებზე და აზიის ქვეყნებში ქალთა დისკრიმინაციის ფაქტებს ასახავს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)