11:14 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 15:08:34, 688 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა გენერალ მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი გენერლის მშობლიურ სოფელში, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში მიაგო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და ეროვნული გმირის ღვაწლი და საქართველოს წინაშე მისი დამსახურება კიდევ ერთხელ გაიხსენა. 

"მინისტრმა მუზეუმს საჩუქარად გენერლის პორტრეტი გადასცა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მუზეუმში დაცული ექსპონატები, გენერლის ნივთები, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალაც დაათვალიერეს. 

საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1871 წლის 6 აპრილს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში დაიბადა. გენერალ მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 26 მაისს მიენიჭა.

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი ეწოდა აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს, რომლის მშენებლობა ამჟამად კრწანისში მიმდინარეობს", - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics