14:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 15:49:29, 751 ნახვა

საზოგადოება
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით, 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთო

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე რეაბილიტაციის ცენტრ „ფაზლს“ ეწვივნენ.

როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუმრებმა თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ჩართულ პირთა ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა თერაპიული სეანსისთვის საჭირო ახალი სივრცეები დაათვალიერეს.

მათივე ცნობით, თბილისის მერიის პროგრამაში მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში კიდევ 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთო. რეაბილიტაციის ცენტრ „ფაზლში“ კი სეანსებს დამატებით, 80 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. დღეიდან მერიის პროგრამით საჭირო სეანსები უკვე 1 850 ბენეფიციარს უფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი 7 383 000 ლარს შეადგენს.

„მუნიციპალიტეტის მერიამ აპრილიდან პროგრამის ვაუჩერის ღირებულებაც გაზარდა და ერთი ბავშვის და მოზარდის ყოველთვიური დაფინანსება 400 ლარის ნაცვლად, 450 ლარი გახდა.

პროგრამას სერვისის მიმწოდებელი ცხრა დაწესებულება ემსახურება და მოსარგებლე პირები საჭირო სეანსებს უწყვეტ რეჟიმში იღებენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics