|
2023-04-03 10:52:29, 1197 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ქუთაისში გაიმართება
"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით საინტერესო ინიციატივებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სთან ერთად, 4 აპრილს, ქუთაისში მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს გამართავს. თემა დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეძღვნება. შეხვედრაზე მოხსენებით "საქართველოს ბანკის" წარმომადგენლები: რუსუდან ბარათაშვილი და ლევან თეთრაძე წარდგებიან, რომლებიც ბუღალტერიის განვითარების პროგრამასა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე - ფაქტორინგზე ისაუბრებენ. ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ესენი არიან: "საქართველოს ეროვნული ბანკის", სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), სოფლის განვითარების სააგენტოს და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ. ფორუმზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დაფინანსების ალტერნატიული წყაროები; ბუღალტერიის გაციფრულების პროგრამა; დაფინანსების მოძიების შესაძლებლობა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან; საგრანტო და თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამები და სხვა. „საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებას, განსაკუთრებით რეგიონებში. ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა ჯერ კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ქუთაისში SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნოთ თუ რა შესაძლებლობები აქვთ ბიზნესის განვითარებისთვის. ფორუმზე დამსწრე აუდიტორია მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიიღებს. მაგალითისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული ბუღალტერია, როგორ დაეხმარება ის მათ და როგორ წარმართონ კიდევ უფრო მარტივად საკუთარი საქმიანობა“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა. დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას აღნიშნულ ბმულზე შეძლებენ. ინფორმაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. SMEDA პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)