|
2023-04-02 18:31:27, 1038 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ამ ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობა, მათი შევიწროება უნდა დასრულდეს
ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ქალების მიმართ ძალადობა, უნდა დასრულდეს მათი შევიწროება,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანმა, რომელიც ქალთა სოლიდარობის მარშს ესწრება, აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების დაცვა მისთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, პრიორიტეტული საკითხია. "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვუთხრა საზოგადოებას, რომ ნებისმიერ ფორმას, ნებისმიერ აქციას, რომელიც არის სოლიდარული ქალების მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ქალების მიმართ ძალადობას, მე ყველა აქციას შევუერთდები. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ქალების მიმართ ძალადობა, უნდა დასრულდეს მათი შევიწროება და ჩემთვის, როგორც სახალახო დამცველისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე იყო ყოველთვის - მანამდეც, სანამ ამირჩევდნენ ამ თანამდებობაზე, მე ვიყავი ქალების უფლებების დაცვით დაკავებული და ვაგრძელებ ამას ძალიან პრიორიტეტულად", - უთხრა იოსელიანმა "მთავარ არხს". ცნობისთვის, თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში იმართება. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და "დედაენის ბაღში" დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)