|
2023-04-02 14:18:44, 922 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ვივამედში“ შევიდა
კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები შევიდნენ. როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტთან ამ წუთებში 4 პროფილის ექიმი - ნევროლოგი, ჰემატოლოგი, კარდიოლოგი და რეანიმატოლოგი იმყოფება. "ვივამედში" ომბუდსმენის აპარტის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის შესვლას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, რომ ის კონსილიუმის წევრებს მოენახულებინათ. მანამდე, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხცადა, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში ომბუდსმენი არ ერევა. იოსელიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება. ცნობისთვის, ომბუდსმენის კონსილიუმმა ექსპრეზიდენტი ბოლოს 19 თებერვალს მოინახულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)