|
2023-04-02 11:57:09, 824 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა, სამედიცინო სექტორთან ერთად, რეფორმის დანერგვის პროცესი განიხილეს და სექტორის საჭიროებებს გაეცნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა კრისტინა კაჰურმა აღინიშნა, რომ ცვლილებების გატარებისთვის მნიშვნელოვანია სექტორმა სამინისტროს, მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია მიაწოდოს. "მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოდელის დანერგვის პროცესს უწყება, ექსპერტებთან ერთად დააკვირდება, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც დაგროვებული ინფორმაციის შედეგად იქნება მიღებული. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური, სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული სააგენტოების, ჯანდაცვის ასოციაციის და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)