|
2023-03-31 12:02:03, 811 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ბრიუსელში, საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატისა (DG NEAR) და სხვადასხვა სექტორული სამსახურის (DG) წარმომადგენლებთან შეხვედრებში მონაწილეობდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ნინო თანდილაშვილმა კონსულტაციები გამართა სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დირექტორატების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. "შეხვედრების ფარგლებში, ნინო თანდილაშვილმა ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პროგრესის შესახებ სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობისა და კლიმატის ცვლილებების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით არსებულ შედეგებზე. ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ეროვნული კანონმდებლობისა და სისტემების ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება და ევროკავშირის შესაბამისი სამსახურების ვიზიტი საქართველოში მეტი სექტორული და ინსტიტუციური დაახლოებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს უწყებათაშორის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ხელმძღვანელობდა", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)