|
2023-03-30 20:16:56, 1562 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე, რესპუბლიკურზე - თუ გვინდა სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტების კლინიკა, უნდა აშენდეს ახალი შენობა
„მე რამდენადაც ვიცი, არის არქიტექტორების, კონსტრუქტორებისა და დარგის ექსპერტების დასკვნა, რომ თუ გვინდა სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტების კლინიკა, უნდა აშენდეს ახალი შენობა. 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისთვის სავალდებულო გახდება საერთაშორისო - ევროპული და ამერიკული - სტანდარტების დაკმაყოფილება. ახალი რომ არ აშენდეს, რა გამოვა?! დავაწესებთ საერთაშორისო სტანდარტებს და რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება ძველი სტანდარტების მიხედვით მომუშავე კლინიკა? ასე ვერ იქნება“, - აღნიშნა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე განმარტებით, მიმდინარე პროცესებში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაზარალდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრები. „მათ უნდა შესთავაზონ ღირსეული დასაქმება და ანაზღაურება, სანამ არ მოხდება ახალ შენობაში დაბრუნება. ამაზე ცალსახად და მკაფიოდ გააკეთეს განცხადებები პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა. მათი თქმით, არის პოლიტიკური ნება, გაკეთდეს ახალი საავადმყოფო და რამდენიმეჯერ გაუსვეს ხაზი, რომ პერსონალი არ დაზარალდება, ყველას მიეცემა ღირსეული დასაქმების და ანაზღაურების საშუალება. მე მჯერა ამ ადამიანების - პრემიერის, რომელიც, როგორც წესი, თავის სიტყვას ასრულებს ქვეყნის აღმშენებლობის დარგში და ახალი ჯანდაცვის მინისტრის, რომელმაც უკვე საქმით დაგვიმტკიცა, რომ ორიენტირებულია სისტემურ ცვლილებებზე, ყველაზე მაღლა აყენებს სახელმწიფოსა და სამედიცინო პერსონალის ინტერესებს. ეს ორი ადამიანი ცალსახად იძლევა დაპირებას, რომ არავინ არ დაზარალდება, ვინც იქ არის დასაქმებული. ამიტომ, მე მჯერა მათი“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)