|
2023-03-30 16:34:15, 967 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - მეტროში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არავის მხრიდან ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საინფორმაციო პლაკატების უნებართვოდ განთავსებას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა. „მეტროში პლაკატების გაკვრაზე დაკავშირებით არავის მხრიდან ყოფილა ნებართვა გაცემული და ვერც იქნებოდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. მსგავს ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება - შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ. პლაკატები, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაკრული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)