|
2023-03-28 18:30:47, 2575 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია- 2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში, 134 მილიონი ლარი დაიხარჯა
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებობს მიმართულებები, რომელიც მაღალი ხარჯების გათვალისწინებით, უნივერსალურად, პაციენტების სოციალური სტატუსის მიუხედავად იფარება. ასეთია ონკოლოგიური სერვისები - სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია. პროგრამა, ამ მიმართულებით, მუდმივად ფართოვდება, მაგალითისთვის, თუ 2013 წელს, აღნიშნულ მომსახურებებზე გამოყოფილი იყო 2.6 მილიონი ლარი, 2022 წელს, დაფინანსების მოცულობა, 51-ჯერ გაიზარდა და 134 მილიონი ლარი დაიხარჯა“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიას განმარტებით, ონკოლოგიური სერვისები პრიორიტეტებს შორისაა 2023 წელსაც. სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომსახურებების ხარისხი სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან. „აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. მათზე რეფერენტული ფასების დაწესებით, იქმნება ძალიან საიმედო და მყარი გარანტიები, ფასების ეფექტურად სამართავად“. თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გარდა, სამინისტრო ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც სხვა, სპეციფიკურ ონკოლოგიურ საჭიროებებს ფარავს. „ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, რომლის 2023 წლის ბიუჯეტიც 3 000 000 ლარს შეადგენს. ასევე, ინკურაბელური პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამა. სხვა პაციენტებთან ერთად, აქ შედის ონკოლოგიური პაციენტების მომსახურებაც და მისი ბიუჯეტი, 2023 წლისთვის,5 200 000 ლარია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ონკოლოგიური მედიკამენტებისა და სერვისების შესახებ, თამარ გაბუნიამ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 3 მილიონზე მეტ ბენეფიციარის, 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)