18:18 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 13:21:51, 818 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი - ომბუდსმენს ვთხოვ, კონსილიუმის შემოსვლას ხელი შეუწყოს

უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან. ვთხოვ სახალხო დამცველს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, აღნიშნული კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ბოლო დღეებში, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას. უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან.

ვთხოვ სახალხო დამცველს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია",- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ განცხადება სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. 

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია, ამ პროცესს მისი მხირდან არანაირი შეფერხება არ ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics