|
2023-03-27 19:35:21, 1718 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი - ამდენი წელი უნდათ მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი
ტყუილია, რომ მე ექიმებზე და კონსილიუმზე ვამბობ უარს. ჩვენ უკვე სამი კვირაა ველოდებით ევროკავშირის კონსილიუმს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ჩემთან არ უშვებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლება ცდილობს მას მკვლელის იარლიყი მიაკრას, მაგრმ ვერაფრით ვერ ამბობენ ვის მკვლელობაში ადანაშაულებენ, როგორც თავად აღნიშნავს, ერთადერთი ვინც მისი მმართველობის პერიოდში ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს ასობით რუსი ინტერვენტები, რომლებმაც 2008 წელს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს. "ტყუილია, რომ მე ექიმებზე და კონსილიუმზე ვამბობ უარს. ჩვენ უკვე სამი კვირაა ველოდებით ევროკავშირის კონსილიუმს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ჩემთან არ უშვებს. რაც შეეხება კლინიკის ენდოკრინოლოგს, ჩვეულებრივად ვემუშავები და მას ჩემთან პრეტენზიები არ აქვს. ამდენი წელი მათ უნდათ მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი. გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილი. სწორედ ამიტომ მიწოდებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმარს. ამ ბანდის შიზოფრენიამ უკვე უმაღლეს წერტილს მიაღწია და მე მგონი არავის ეპარება ეჭვი, რომ მე ვერ ვიპოვი სამართლიანობას. ერთადერთი, ვინც ჩემს დროს ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს ასობით იყვნენ ის რუსი ინტერვენტები, რომელთაც 2008 წელს გადმოკვეთეს ჩვენი საზღვარი. სწორედ ამათ ხოცვაზე საუბრობს ბოლომდე რუსი პრემიერი. სწორედ განადგურებული მომხვდურების ჭირისუფალ მთავრობასთან გვაქვს საქმე. ამათ დაიწყეს ჩემი აბსურდული ბრალდებებით მათი მმართველობა და ამთავრებენ იგივეთი", - წერს სააკაშვილი.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)