19:36 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 15:03:53, 875 ნახვა

საზოგადოება
პროკურორებმა ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში,  ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურორები  ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ მოსახლეობას, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებს,  ბაგა-ბაღების და სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ. პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების  და  არსებული გამოწვევების შესახებ.  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას და დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

„აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გრძელდება საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით  მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.

#არაფემიციდს

#მკვლელობაისჯებამკაცრად

#შეაჩერეფემიციდი

#სიყვარულიარკლავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics