|
2023-03-23 09:08:50, 2104 ნახვა
სპეციალური ანონსი
საქართველოს დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, გერმანელი დიპლომატის ვიზიტი 23-24 მარტს გაგრძელდება. "მოხარულები ვართ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხვალ თბილისში ჩამოდის. ეს მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, წინ გველის საინტერესო და დატვირთული პროგრამა", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანალენა ბერბოკს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც პრესისთვის განცხადებები გაკეთდება. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)