|
2023-03-18 14:19:51, 1279 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული თავდაცვის აკადემიას მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოხალისეთა ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ ლექცია ჩატარდა. სტუმრებმა კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. ლექციის შემდეგ ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ასევე დაათვალიერეს აკადემიაში არსებული ინფრასტრუქტურა და იუნკერების სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ. მოგვიანებით, მათ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)