|
2015-02-08 15:51:38, 769 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი თსუ-ს დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნივერსიტეტს დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს. „8 თებერვალი უნივერსიტეტის დაარსების დღეა. ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა მის კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს. 97 წლის წინ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა დააარსეს ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა, სადაც შესაძლებელი გახდა ეროვნული და ევროპული ღირებულებების შერწყმა, ზოგადსაკაცობრიო იდეალების მსახურება. ამიტომაც ათწლეულების განმავლობაში უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის განათლების, ქართული მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უპასუხოს ყველა თანამედროვე მოთხოვნას, შეინარჩუნოს და შეასრულოს მთავარი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია“,-ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)