|
2023-03-17 22:41:20, 1002 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში ისწავლიან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და 2023 წელს განათლების მიმართულებით სტუდენტების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამები გააცნო. 20 სტუდენტი გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში სწავლას საზღვაო ტრანსპორტის, საზღვაო მეცნიერებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით გაიღრმავებს. ასევე, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გაიარონ პრაქტიკული კურსი გემის მართვის, ნავიგაციური ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების კუთხით. 2023 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებით 400სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 2023 წელს იწყება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. სტუდენტური საცხოვრებლით აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის 1000 სტუდენტი ისარგებლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)