|
2015-02-08 15:46:04, 623 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ამერიკული მხარე ხედავს იმ პროგრესს, რასაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მივაღწიეთ
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, სწორი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ და რომ საჭიროა რეფორმების ბოლომდე მიყვანა; ამაში ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მხარდაჭერის იმედი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრა მიუნხენში, 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ზოგადად რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც მისი განმარტებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ფინანსური დახმარების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აშშ რჩება საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორად და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. «ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, რეგიონული უსაფრთხოების თემები. ამერიკული მხარე ხედავს საქართველოში იმ პროგრესს, რასაც მივაღწიეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა პრობლემები ისევ რჩება ქვეყანაში, როგორიც არის ეკონომიკური გამოწვევები თუ სხვა, მაგრამ ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ დავძლიოთ პრობლემები. ამაში კი ჩვენ გვაქვს ამერიკის მხარდაჭერის იმედი,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაური მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ თემას-უკრაინის კრიზისსაც შეეხო. მისი განმარტებით, ფორუმზე საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ შეთანხმდა იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)