17:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 15:04:51, 798 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი EU-ს დროშის დაწვაზე - სამწუხაროა, რასაც ვხედავთ - რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს

სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ - რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქვეცა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვას. 

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის დროშა აღდგება და ისევ აღიმართება საკანონმდებლო ორგანოს წინ. 

"ევროკავშირის, როგორც სხვა ქვეყნების დროშების შებღავლა, როდესაც აღმართულია ადმინისტრაციული შენობის წინ, დასჯადი გახდა და რა თქმა უნდა, იყო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და ყველა პირი, ვინც შებღავლა დროშა იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით დასჯილი. სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ - რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქვეცა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ევროკავშირის დროშა, რომელიც დაზიანებულია, აღდგება და პატივით დაბრუნდება თავის ადგილას",- განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და ევროკავშირის დროშა დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics