|
2023-03-13 18:40:44, 790 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია ხელისუფლებას - არ გაბედოთ იმ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბარება შსს-ში, რომლებმაც ევროპული მომავალი დაიცვეს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება დაკითხვაზე, - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მან ხელისუფლებას კატეგორიულად მოუწოდა, რომ არ გაბედოს იმ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლებმაც დაიცვეს ევროპული მომავალი. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერ ადამიანს დაიბარებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სუს-ში გამოქვეყნდება ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეძლებენ დაკავშირებას, რათა ოპოზიციამ მათი დაცვა უზრუნველყოს. "ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება დაკითხვაზე, პირველი, რაც მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, კატეგორიულად გაფრთხილებთ არ გაბედოთ მშვიდობიანი მოქალაქეების, იმ ადამიანების დაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროში და დევნაზე ფიქრიც კი, რომლებმაც ამ დღეებში დაიცვეს ევროპული მომავალი. მეორე, დამნაშავეები ძალადობაში ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი არიან სწორედ ის მოძალადე პოლიციელები და ბრძანების გამცემლები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს. მინდა მივმართო აბსოლიტურად ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დაგიბარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სუს-ში ჩვენ გამოვაქვეყნებთ დღეს ტელეფონის ნომრებს, მოგვმართეთ და ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს დაცვას. არავინ არ ჩათვალოს, რომ ამ ადამიანებს თქვენ დაერევით ცალ-ცალკე, ჩვენ ყველა ვართ ერთად იდეის გარშემო და ეს იდეა არის ამ ადამიანების დაცვა, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, მიიღებთ კიდევ უფრო მძაფრ აქციას, სადაც იქნება საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ სუსი", - განაცხადა ხოშტარიამ.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)