05:25 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-10 09:55:26, 1143 ნახვა

საზოგადოება
ქაცარავა - დაახლოებით 30 არაკაცი ბეისბოლის ბიტებით მივარდა მანქანას, რომელშიც ჩემი მეუღლე და ბავშვი ისხდნენ

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერის დავით ქაცარავას განცხადებით, პრორუსული და ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრები მის ცოლსა და შვილს თავს დაესხნენ და მანქანა დაუმტვრიეს.

ქაცარავას თქმით, მისი ოჯახის წევრები მანქანაში ისხდნენ, როდესაც "ალტ-ინფოს" წევრები მათ თავს დაესხნენ და ბეისბოლის ბიტებით მანქანის შუშები ჩაუმტვრიეს.

"დაახლოებით 30 არაკაცი მივარდა მანქანას, რომელშიც ჩემი მეუღლე და ბავშვი ისხდნენ, დალეწეს ბეისბოლის ბიტებით, ცდილობდნენ გამომტვრევას, საბედნიეროდ მანქანა შიგნიდან ჩაკეტილი იყო, განსაკუთრებით იმ მხარის, სადაც ჩემი შვილი იყო, 13 წლის ქეთი და მის გადმოთრევას გეგმავდნენ. ესენი არაკაცები არიან, არაადამიანები არიან, ჩმორები არიან და ეს არის წმინდა ძალადობრივი ჯგუფი",- განაცხადა ქაცარავამ.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics