17:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-05 17:31:54, 1528 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანში სომხური პროვოკაციის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები - თავდაცვის სამინისტრო

სომხური პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანში რამდენიმე სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. - ამის შესახებ Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

სომხური მხარე აცხადებს, რომ პოლიციელებისა და თავდაცვის არმიის სამხედრო მოსამსახურეების თავდაცვითი და შემაკავებელი მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის მხარეს მიმდებარე პოზიციებზეც არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.

„ჩვენ მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკიდან სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და პერსონალის ტრანსპორტირების შესახებ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით არის განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტი ხანკენდი-ხალფალი-ტურშუს გრუნტის გზის გასწვრივ.

5 მარტის დილით, მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა უკანონო სამხედრო გადაზიდვების მატარებელი მანქანების დაკავება და შემოწმება სცადეს. ცეცხლი მოპირდაპირე მხრიდან გაჩნდა, შეტაკების შედეგად ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - აცხადებენ შსს-ში.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედრეობს შორის სროლის შედეგად დაიღუპა 3 სომეხი პოლიციელი და დაშავდა კიდევ ერთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics