|
2023-02-24 23:20:36, 1612 ნახვა
ომი უკრაინაში
გონჩარენკო - მე არ მაკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის პოზიცია და ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს მოსახლეობის პოზიციით
ჩვენ ნამდვილად ვასხვავებთ ქართველ ხალხსა და ქართულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ის არ ერევა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ, როგორც ევროპის საბჭოს წევრი, ის არ არის კმაყოფილი საქართველოს მთავრობის პოზიციით, მაგრამ ძალიან კმაყოფილია საქართველოს მოსახლეობის პოზიციით. პირველ რიგში, ჩვენ ნამდვილად ვასხვავებთ ქართველ ხალხსა და ქართულ ხელისუფლებას. არ ვერევი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ როგორც უკრაინელი, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც ევროპის საბჭოს წევრი შემიძლია გითხრათ, მე არ მაკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის პოზიცია და ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს მოსახლეობის პოზიციით. ვიცი, რამდენი მოხალისე ჩამოვიდა, რომელიც იბრძვის ჩვენს მხარდამხარ, ვიცნობ ბევრ ქართველს, რომელიც აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას. ესეც უნდა იყოს, რადგან საქართველომ განიცადა რუსეთის იმპერიის ზარალი, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, 20% თქვენი ტერიტორიის ოკუპირებულია და არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ დაიკავოს ოპოზიცია, რომ ომში გვითრევენ. ასე არ არის. 50 ქვეყანა ეხმარება უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით, ახალი ზელანდიის ჩათვლით, ყველა ევროპის ქვეყანა და ისინი ომში არ არიან რუსეთთან", - განაცხადა გონჩარენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)